ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როუზ გოტემოლერი: საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა

„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესიის დასრულებილს შემდეგ განაცხადა.

გოტემოლერის თქმით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა.

“ნატო-ს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისთვის.

ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტად ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.

 

იტვირთბა....