საქართველოს საპატრიარქო უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოს პატრიარქმა ეკლესიების უსახლკაროებისთვის მოწყობის კურთხევა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ადრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ, რაც მიზანმიმართულად ჩრდილს აყენებს ეკლესიის სოციალურ ღვაწლს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები უსახლკაროთა თავშესაფრებად უნდა მოეწყოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები მითუმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით ეწევა”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.