ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახლის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახლის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ატრაქციონების გამოცვლის დაპირება ოზურგეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გასცა.

როგორც „გურია ნიუსი“ წერს, ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება.

“კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _ ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს. ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ – ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აცხადებენ ადგილობრივები.

იტვირთბა....