არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“28-ის მერე ახალი, მსუყე თავი გაგორდება, ბატონო ბიძინა, მაქვს უტყუარი მასალები მოღალატებზე თქვენი გარემოცვიდან”

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დუმილს დაარღვევს და ივანიშვილის გარემოცვიდან ბევრ პერსონას გამოააშკარავებს. მისი თქმით, მას ამ ეტაპზე დუმილი ურჩევნია და არჩევნების შემდეგ ყველაფერს იტყვის.

“ამ ოქრო ადამიანის გამო ვინარჩუნებ დუმილს,  28-ის მერე დავყრი თავებს!!! ბატონო ბიძინა, კიდევ ბევრ არასასიამოვნო ამბებს მოგიყვებით, თქვენი უახლოესი გარემოცვიდან,  მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის, ჯერ არჩევნები მოვიგოთ!!!”– წერს ლალი მოროშკინა.

“28 ნოემბრიდან, ჩვენი მოგების შემდეგ, მხილებების კვირეული იწყება! ბატონო ბიძინა, პირადად მე გამოგიგზავნეთ უტყუარი მასალები მოღალატე, ფულის მონა მოძალადეებზე თქვენი უახლოესი გარემოცვიდან, ისევე, როგორც 2014 წელს სასჯელაღსრულებაში პრემიებზე და დარბაისელის უმსგავსობებზე, რის მერეც თქვენ სტრასბურგიდან დამაბრუნეთ და დამპირდით, რომ ეს აღარ განმეორდება! განმეორდა უარესი მასშტაბით! ასე რომ ახალი მსუყე თავი გაგორდება!!!!”

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....