არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილმა რბილი ტონების გარეშე შეაფასა დღევანდელი მდგომარეობა

“ქართული ოცნების” წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკორექტულობით, მაგრამ ყოველგვარი რბილი ტონების გარეშე შეაფასა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა.

„ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა და კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები იგრძნობენ კონკრეტულად ამ გეგმის პოზიტიურ შედეგებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო კიდევ ერთი თემა, რომ მხოლოდ ნახევარი წუთი დაუთმო უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგ აქტს, რომელსაც ის პირადად აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის. 150 ათასამდე სოციალურად დაუცველი და ათობით ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შეამსუბუქონ და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ილაპარაკა ყველაფერზე, რაც ეხება ხალხს, მაგრამ არ ილაპარაკა საკუთარ თავზე და იმ უდიდეს ქველმოქმედებაზე, რომელსაც აკეთებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა.

იტვირთბა....