ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, რიცხვი 600 000 ნათქვამი იყო სავარაუდოდ, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მოსალოდნელია, რომ ბევრი წვრილი საფინანსო ორგანიზაცია მიმართავს “ქართუს” და მზადყოფნას გამოთქვამს მიჰყიდოს პრობლემური პორთფელი.
“რომ ნახოთ ე.წ შავი სია, რომელიც არის “კრედიტ ინფოში” დაახლოებით 800 000ადამიანამდეა იქ აღრიცხული. დეკემბრის ბოლომდე მოხდება ამ პირების იმ სიიდან ამოშლა, ამიტომ შეეხება იმდენ ადამიანის, რამდენიც ამოვა “შავი სიიდან” და ესა არ იქნება 600 000 ადამიანზე ნაკლები”, – განაცხადა მინისტრმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.
ამავე თემაზე: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ვალი გაუნულდეს