მთავარი ციტატა

ზურაბ ჯაფარიძე: “სასაცილოა, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი საუბრობს “ქართუს” სახელით

“სასაცილოა, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, საუბრობს “ქართუ ბანკის” სახელით. ცხადია, კარგია 600 000 ადამიანისთვის სესხის განულება, ეს ამბავი თითქმის,მოსახლეობის 2/3-ზე გადის. მე მგონია, რომ ივანიშვილს ამის უფლება უნდა ჰქონდეს, თუ უნდა, რომ ხმები იყიდოს… ეს არის ხმების ყიდვა, მე არ მაქვს ამასთან პრობლემა, მაგრამ პრობლემა არის კანონთან. მე აუდიტის სამსახური – “გირჩს”, მედავება- გამიჯნეთ პარტიის და რელიგიური ორგანიზაციის ხარჯებიო, სამართლიანი არჩევნები მედავება , რომ 12 000 ადამიანი რომ გავათავისუფლეთ ჯარიდან, წინასაარჩევნო პერიოდში შეწყვიტეთ ამის კეთება, რადგან მოსყიდვა არისო, ისინი საუბრობენ ქართუ ფონდის სახელით, ამას აანონსებს პრემიერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე გვხვდება პარტიის თავმჯდომარე არის “ქართუ” ფონდის თავმჯდომარე, მისი ფული იხარჯება ამაში და ამაზე სერიოზულად შეიძლება ვამტკიცოთ, არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა? თუ არ უნდოდათ, რომ ეს მეორე ტურთან ყოფილიყო კავშირში , გაეკეთებინათ სამი კვირის შემდეგ. მინისტრი გახარია ამბობს, რაღაცებს ახლა სპეციალურად არ ვაკეთებთ, რომ წინასაარჩევნო ნაბიჯად არ ჩაითვალოსო და პოლიცია არ აღმოჩნდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიო და პრემიერი ვერ ითმენს 3 კვირა, რომ ასეთი სერიოზული ნაბიჯი არ დააანონსოს? ივანიშვილს პრობლემა აქვს კანონთან, შეცვალოს კანონი და მე პრობლემა არ მექნება, ვთვლი, რომ ივანიშვილს ამის უფლება უნდა ჰქონდეს, საერთოდ ნებისმიერ ადამიანის საკუთარი ფულის ისე დახარჯვის უფლება უნდა ჰქონდეს, როგორც უნდა, თუნდაც, პოლიტიკაში, რეგულაციები კი, მათ შორის, აუდიტის სამსახური, არის ბოდვა და გასაუქმებელია”, – განაცხადა “გირჩის” წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ზურაბჯაფარიძემ, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.

იტვირთბა....