“ჭარბვალიანობის პრობლემა 2007-2009 წლებიდან დაიწყო, როცა სააკაშვილის რეჟიმმა საფინანსო ორგანიზაციებს ზედა ზღვარი მოუხსნა, შედეგად მივიღეთ ის რომ ამ ორგანიზაციებს შეეძლოთ გაეცათ სესხი წლიური 300-400-1000%-იანი მოგების მარჟით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჩაეფლო ვალებში, როცა გაქვს პრობლემები, იძულებული ხდები მიმართო ამა თუ იმ ინსტიტუტს, ისესხო და შესაბამისად, მოხდა ამ ვალების დაგროვება ბუნებრივია და ეს არ იყო განპირობებული კარგი სიტუაციით”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.