არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ-გელა სალუაშვილი ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადებამდე გადადგომას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი,  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ფიცის დადებამდე გადადგომას ურჩევს.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მათგანი, არჩევის შემთხვევაში, დაბალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი იქნება.

ამომრჩეველი იძულებულია, შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი“ – აღნიშნავს სალუაშვილი ღია წერილში.

მისი თქმით, არჩევნების ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი არჩევანი ახალდასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს.

 

იტვირთბა....