საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი გახდა.
ქართველთაგან გოლები გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.
სტუმრებმა 90-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. საქართველოს მეტოქე ხვალ გაირკვევა.
ნაკრები ერთ ლიგის ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.