ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ში“ გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე, გუშინ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას და ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ სიუჟეტს გუშინ თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

იტვირთბა....