ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომან კაკულია: “ვივუსის“ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ვხედავ”

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ვივუსის“ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

რომან კაკულია იმედოვნებს, რომ “ვივუსი“ საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის.

პოლიტიკური მოტივის გარდა, ეკონომიკურად და ფინანსურად გამართულ სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, ეს ორგანიზაცია კარგად გაანალიზებს, ყველაფერს რა პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის” – აღნიშნავს კაკულია.

დეპუტატი მთავრობის ინიციატივის შინაარსსაც განმარტავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მთავარი არსი ისაა, რომ პროცესში სახელმწიფო კაპიტალი არანაირად არ მონაწილეობს და „ქართუს“ მიმართ მადლობა ამიტომ გაჟღერდა.

ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება. გარანტია იმას ნიშნავს, რომ თანხას დაფარავს”, – განაცხადა კაკულიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

იტვირთბა....