პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ კონკრეტული ადამიანების ინიციატივა იყო, რომლებმაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წნეხი განიცადეს.
მისივე თქმით, ისინი ბიზნესმენები არიან.
„ესენი რეპრესირებული ადამიანები, ბიზნესმენები არიან. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ საკუთარ ინვესტიციას დებენ, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს. მათი სულისკვეთება და მიზანი სრულიად ბუნებრივია. „ნაციონალური მოძრაობის“ არდაბრუნებაზე ბუნებრივია, პასუხისმგებლები ჩვენც ვართ. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, ჩვენ ამ ბიზნესმენებთან კომუნიკაციაც გვქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ გარკვეული დახმარება ესაჭიროებოდათ, მათშორის ტექნიკური და კომუნიკაცია ამ საკითხის გარშემო შედგა. “,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში ახალი ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა.