აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ამ დღეში, გაუგებარია – გია ხუხაშვილი ვალების განულების საკითხზე

„ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, ვალების განულების გადაწყვეტილება თავად დაიბრალოს“, – ამის შესახებ „მეტრონომს“ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ენმ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიაწერს ხელისუფლების ისტერიულ შიშს, არ დაკარგოს ძალაუფლება.

„ეს ყველაფერი უხერხულია, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ამ დღეში, რომ ასეთი უცნაური ნაბიჯების გადადგმა უწევთ, აბსოლუტრად გაუგებარია. ამ ნაბიჯს კიდევ ერთი ნაკლი აქვს , ამის დაბრალებას შეეცდება ენმ და მომხდარს მიაწერს ხელისუფლების ისტერიული შიშით, არ დაკარგოს ძალაუფლება“, – განაცხადა ხუხაშვილმა. რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა ხელისუფლების ნაბიჯი ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად ჩაითვალოს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ამაზე იურისტებმა უნდა ისაუბრონ.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით,  15 დეკემბერს დაიწყება ვალების განულების პროცესი და 31 დეკემბრამდე დასრულდება, საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდნახევარ ლარს. 

ამავე თემაზე: სჯობს, ასეთი ნაბიჯები პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში იდგმებოდეს – გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებას აფასებს 

იტვირთბა....