„სჯობს, ასეთი ნაბიჯები პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში იდგმებოდეს“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა.
გია ხუხაშვილმა „მეტრონომს“ პრემიერის იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც 600 000 მოქალაქე, ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.
ხუხაშვილის თმით, ქველმოქმედებას მადლი რომ ჰქონდეს, სჯობს, არასაარჩევნო პერიოდში მოხდეს, თუმცა ,თუ ვინმე, თუნდაც არასწორი მიზნებით, ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წყვეტს, ჩვენ მაინც მადლობა უნდა ვთქვათ. „ბუნებრივია, ეს კითხვებს ბადებს, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული სოციალური პრობლემა ქვეყანაში და თუ ვინმე,თუნდაც არასწორი მიზნებით, ამ პრობლემას წყვეტს ჩვენ მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის, უფლება არ გვაქვს ასე არ მოვიქცეთ. რაც შეეხება სახელმწიფო და ეკონომიკურ ჭრილს აქ სევდიანი კითხვები ჩნდება, როგორც საკუთრივ ამ ოპერაციასთან, ასევე მომავალ პროცედურებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები იწვევს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობის ფორმირებას და ახალი შავი სიების ჩამოყალიბებას აძლევს სტიმულს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 15 დეკემბერს დაიწყება ვალების განულების პროცესი და 31 დეკემბრამდე დასრულდება, საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდნახევარ ლარს.
ამავე თემაზე: ასეთი ნაბიჯები იწვევს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობის ფორმირებას – გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებას აფასებს