ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი – „ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი

„ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ განაცხადა.

პიარსპეციალისტის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი.

“აი, ამ არსებამ, უკვე ვიღაცეებს წამოაწყებინა კამპანია,რომ , რადგან მე მას ვუწოდე ის, რაც არის-ჯიბიდან გავარდნილი აფერისტი,ეს თურმე არის ანტისემიტიზმის გამოვლინება. რა თქმა უნდა, მე ვერანაირი პრობლემა ვერ მექნება ებრაელებთან, მაგრამ დიდი პრობლემა მაქვს ამ კონკრეტულ სუბიექტთან,რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში,რომელზეც არაფერი იცის და ფულის გულისთვის ცდილობს მის საბოლოოდ მოსპობაში მონაწილეობის მიღებას.

მინდა განსაკუთრებით არაინფორმირებულებისთვის განვმარტო, რომ ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ებრაელებს, ათ შორისაა ჩემი ებრაელი რძალი, მაგრამ კონკრეტული რეალობა არის შემდეგი-საქართველოში გვაქვს აფერისტების შემოსევა. რამდენიმე წლის წინ, პატარკაციშვილის დასახმარებლად რუსებმა გამოგზავნეს ამერიკელი აფერისტი-მანაფორტი.ამჯერად უკვე ისრაელელი აფერისტი-მოშე ჩამოვიდა რუს-ქართველი აფერისტის-ბიძინას დასახმარებლად. ასე რომ,მოქალაქეობა ამათ ყველას სხვა და სხვა აქვთ,მაგრამ საქმიანობას ერთნაირს ეწევიან. ამიტომ, მოდით ამ აფერისტებს საერთაშორისო კონსორციუმში ნუ გავურევთ ნურც ებრაელ და ნურც ქართველ ერს..

და კიდევ, 2 კვირის “მუშაობაში”, ივანიშვილმა ამას გაუხადა მილიონრვაასი ათასი და პენსიონერებს თვეში უხდის 180 ლარს…”, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....