ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინი ქურდი” – სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა რუსეთში მასობრივი კამპანია დაიწყეს

რუსეთის საჯარო სკოლებში, მოსწავლეებმა დაფებზე მასობრივად დაიწყეს წარწერების კეთება  – “პუტინი ქურდია”, რომელმაც სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ახლა უკვე ეს არის გამოწვევა და სოციალურ ქსელ “კონტაქტში” აჟიოტაჟი არ ცხრება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ნიუსრუ” ავრცელებს.

“მოსწავლეებმა ახალი ჩელენჯი წამოიწყეს. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ჩელენჯს, ახლა, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების დევნა დაიწყება…” – წერენ სოციალურ ქსელში.

სააგენტოს ინფორმაციით, აქციას შეუერთდნენ ქალაქ გუსინოზერსკის სკოლის მოსწავლეებიც, ასევე სკოლა კრასნოდარიდან და ლობაჩევსკის სახელობის უნივერსიტეტი ნიჟნი ნოვგოროდიდან.

როგორც ირკვევა, მასობრივი “გამოწვევის” მიზეზი მასწავლებლის ფრაზა გახდა, როცა მოსწავლის მიერ დაფაზე “პუტინი ქურდია”-ს დაწერის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მსგავსი წარწერების გამო საბჭოთა კავშირის დროს ადამიანებს ხვრეტდნენ.

იტვირთბა....