დღეს, საქართველო ერთა ლიგის მორიგ მატჩს სტუმრად ანდორის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. “აჭარასპორტი” ესპანურ გამოცემა sport.es-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩაკვეტაძეს “ბარსელონას” სკაუტები დააკვირდებიან.
“გიორგი ჩაკვეტაძე ხვალ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მის მეექვსე მატჩს ჩაატარებს და უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. “ბარსელონას” სკაუტებმა მოითხოვეს აკრედიტაცია ერთა ლიგის მატჩზე, რათა ანდორა-საქართველოს მატჩს დაესწრონ,” – წერია ესპანური პრესის სტატიაში.