ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს იცნობს, მაგრამ გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის უფრო სანდოდ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
ბოშტინარუ სურვილს გამოთქვამს, მეორე ტური იყოს ისეთივე თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი, როგორც პირველი ტური.
„პირადად არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, რომლებიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ. ფრანგი დიპლომატი და საფრანგეთის მოქალაქე – მითხარით, ვის აქვს უფრო მეტი სანდოობა, ყოფილ რუს დიპლომატს, ყოფილ საბჭოთა ექსპერტს, რუს ელჩს თუ საფრანგეთის ყოფილ ელჩს. მე გეტყვით, რომ ყოფილ ფრანგ ელჩს. მე ვისურვებდი, რომ მეორე ტური იყოს ისეთივე თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი, როგორც პირველი ტური. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მათი ძალა, მათი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება. მთავარია, რომ საქართველოს გააგრძელოს მუშაობა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ეს თანამშრომლობა საბოლოო ჯამში იქნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირება. საქართველოს სახიფათო ადგილმდებარეობა აქვს, როგორც უკრაინას, როგორც მოლდოვას. ერთადერთი გარანტია თქვენი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის, არის დასავლეთი“, – აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, სხდომაზე ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.
ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურნენ ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” წევრები და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოშტინარუ დირექტივებს რუსეთისგან იღებს, ასევე, აღმნიშნეს, რომ კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
ამავე თემაზე: ვიქტორ ბოშტინარუ: ძალიან მიყვარს საქართველო და არ მსურს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთო