aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: არც ერთ ვიგინდარას ვათქმევინებთ, რომ საკუთარ მიწაზე, ომი დავიწყეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები გადააყოლოს და ზიანი მიაყენოს საერთაშორისო ასპარეზზე.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ამას ვერ მოახერხებს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ და სასამართლომ კარგად იცის, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

“რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისთვის იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო გადააყოლოს პოლიტიკურ ინტერესებს, ის ვერ მიაღწევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ან სამართალმა საქართველო აღიაროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამწყებად, ამას ვერ ეღირსებიან! ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით გადაწყვეტილი საკითხია, ჩვენ ვართ 1990 წლიდან რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს აგრესია არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. საქართველოს მოქალაქეებმა, შიდა ქართლმა, გორმა, სახელმწიფო შეინარჩუნა 2008 წელს და არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე, ომი დავიწყეთ! არავის ვურჩევ გაეკარონ ჩვენს გმირ სამხედროებს. არც გაიფიქროთ ეგ! ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში, ხელები შორს ჩვენი გმირებისგან! გაძლევთ პირობას, რომ არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური წარმატებები, მშვიდობიანი, გააზრებული პოლიტიკით გაგრძელდება და მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად აღადგენს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....