არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას მონაწილეობას გაურთულებს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას მონაწილეობას გაურთულებს.

მისივე თქმით,  მეორე ტურის დანიშვნა მასზე არ არის დამოკიდებული.

“როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....