“ძალიან გთხოვთ, მოზომეთ გამოსვლა ბატონო რომან”, – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე.
გოცირიძემ მინისტრს შემაჯამებელი სიტყვა გააწყვეტინა.
“ვცდილობ, პირადი შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ, თორემ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ამბავი კარგად გამომივა, თან იძლევით საკმაოდ ბევრ საბაბს, ამიტომ მოზომეთ“, – მიმართა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს.
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.