საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრება მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, შექმნას დამატებითი არეულობა ქართულ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სივრცეში.
მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ როდესაც პოლიტიკურად ძალიან გამწვავებული პერიოდი გვაქვს, მეორე ტური, ცხარე პოლიტიკური დებატები, მაშინ მტერი ასეთ ნაბიჯებს დგამს.
“ეს იმის მცდელობაა, რომ დამატებითი დისონანსი და დაძაბულობა შემოიტანოს, შექმნას დამატებითი არეულობა ქართულ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სივრცეში. ძალიან მძიმეა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ის უნდა გავაგრძელოთ. ქვეყანაში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში უნდა ავტეხოთ განგაში, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, რათა მარტო არ ვიყოთ ძალიან დიდ და მძიმე ჩრდილოელ მოსაზღვრესთან დაპირისპირებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, რუსი სამხედროები ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ.