ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია

ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია, პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლო საქმესთან კავშირსი მყოფი სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

ფანცულაია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ნორმებს, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის ასევე შიდა გადასინჯვისთვის და კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, რამდენად ცალმხრივად წარიმართა დაცვის უფლების შეზღუდვის ფარგლებში მთელი ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოს სამი ინსტანციის განმავლობაში“, – ამბობს გიორგი ფანცულაია და დასძენს, რომ გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

“საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლებიც დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას ცალმხრივად აკისრებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს. სწორედ ამ ნორმებმა არ მოგვცა დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება”, – განმარტავს ადვოკატი.

 

იტვირთბა....