ფოტო: youtube.com
საქართველოს შეირაღებული ძალების სახელით გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“შეირაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს, ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევებთან გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას, რომ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.
კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად, ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად, კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, – განაცხადა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.