ვოლჟსკის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზატორობაში გასამართლებულ ყაზახეთის მოქალაქეს ილია პიანზინს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალება “რია ნოვოსტი” იტყობინება.
პროკურატურამ ძირითად მიზეზად ბრალდებაში ის დაასახელა, რომ პიანზინმა რამდენჯერმე დაარღვია ციხის შიდაგანაწესი და არ დაემორჩილა პენიტენციურ სისტემაში არსებულ შიდანორმატიულ აქტებს.
შეგახსენებთ, ილია პინზინმა თავად მიმართა პირადად პუტინს შეწყალებაზე. “მივმართავ პირადად პუტინს, ჩემი დანაშაული მიმართული იყო პირადად მის წინააღმდეგ და ამიტომ გადავწყვიტე შეწყალებისთვის მისთვის მიმემართა” – აღნიშნულია პიანზინის წერილში.