სოციალური ქსელი

მამა პეტრე – სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება

მამა პტრე კოლხი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ქორწილს ეხმაურება.

თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან…
სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება…
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა…

უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა…
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ… განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება… 

ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო… მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!.., – წერს კოლხი.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილის ქორწილის დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინოფრმაცია, რომ სვეტიცხოველი ვიზიტორებს აღარ უშვებდა.

შემდეგ სვეტიცხოველის სოციალურ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია უარყვეს.

იტვირთბა....