“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმიანება.
სამადაშვილის განცხადებით, იმას, რომ მუქარის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ყოფილი სამხედრო პირები არიან, შესაბამისი დასაბუთება სჭირდება.
„რასაც მე „ფეისბუქზე მემუქრებიან“, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, ცოტა უხერხული იქნება.
…არ ვიცი, წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები, მაგრამ „ფეისბუქზე“ თავდასხმებისა და ძალიან უხეში მუქარის მსხვერპლნი ჩვენც ვართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.