ახალი ამბები მთავარი ციტატა

მეჩითოვი – 9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, ძირითადად, ასფიქსიით დაიხოცნენ

“მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და თითქმის ყველა ცნობილი ფოტო, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის დღეს არის გადაღებული, მე მეკუთვნის. 9 აპრილი საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო, მოხდა ძალადობრივი დაშლა, გამოყენებული იყო გაზი, ასევე ნიჩბები, თუმცა, ნიჩბის დარყმით იქ არავინ მომკვდარა. ვისაც ნიჩაბი მოხვდა, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ეს სასიკვდილო არ იყო. დაიღუპნენ ძირითადად, ქალბატონები ჭყლეტვის დროს, ასფიქსიის შედეგად,” – აღნიშნული განცხადება ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, 1989 წლის  9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცა საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

იტვირთბა....