aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში იმყოფება.

მისი განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ რიგში ავღანეთში ჩავა.

„მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აჰყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხართები 2008 წლის ომის შემდეგ არის გავლებული. რამდენიმე დღის წინ კი რუსმა სამხედროებმა მავთულხართების გავლება განაახლეს.

იტვირთბა....