შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი გიორგი გახარია წარსდგეს.
„ვერც ერთ შეხვედრას ვერ მეტყვით, როცა ოპოზიციამ პარლამენტში დაგვიბარა და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა. მზად ვართ, მათთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ და მათ შორის იმ სიახლეებზე ვისაუბროთ, რაც გამოძიებას აქვს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.