არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა მათაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ

ცესკოს დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ. ინფორამციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ევალება, გადასცეს ცესკო-ს მონაცემები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 18 წელი მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ. აღნიშნულ მონაცემებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღებს.

ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა წარადგინოს მონაცემები 11 ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილ პირთა შესახებ. ასევე, ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, ან შეეცვალათ რეგისტრაციის მისამართი.

ცესკო-ს დადგენილებით, მეორე ტურამდე გრძელდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციაც. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მათ დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა დამატებითი სიების წარდგენაც შეეძლებათ.

იტვირთბა....