ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოლეგ იაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩემზე უთქვამთ, უწიგნურიაო, არადა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული

კასპის ყოფილი გამგებლის, ოლეგ იაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას სატანა მოაშორა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს საპატრიარქოც კი ვერაფერს უშვრებოდა.

„ბატონმა ბიძინამ მოგვაშორა სატანა. მაგ კაცის გარდა ეს არავის შეეძლო. საპატრიარქოც კი ვერაფერს უშვრებოდა მიხეილ სააკაშვილს. 200 ათასიანი მიტინგები დაუშლია მას და ვერაფერს უშვრებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი ამის შემდეგ ერთი წელი იყო ხელისუფლებაში, მერე ადგა და კაცურად წავიდა. ის აღარ ერეოდა პოლიტიკაში.
მე თავი მქონდა გადადებული და ქუჩაში ვებრძოდით ამ ხალხს. მე „გამაფუჭა“ ნაძირალა უსუფაშვილმა, 10 სანტიმეტრიანი მკლავები რომ აქვს. მაგას ჰყავდა კასპში პარტიის ბინძური ხელმძღვანელი და მას სურდა, რომ კასპში ის გამეხადა საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ვერ ვაკადრე კასპს. ამის გამო მოხდა დაპირისპირება. „რესპუბლიკელებმა“ იძალადეს მაშინ. მე შემებრძოლა ალასანიაც და მას სურდა იქ თავისი პირის დანიშვნა. მე ვინც მებრძოდა, ერთიც აღარ არის არც ცენტრში და არც რაიონში. მათ „გამაფუჭეს“ და ჩემზე არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემზე უთქვამთ უწიგნურიაო, არადა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული.

როდესაც მომხსნეს, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და მან უკვე ყველაფერი იცოდა. მან მითხრა, რომ არასწორი ინფორმაციები მოდიოდა ჩემთანო. ასეთი არასწორი ინფორმაცია დღესაც მიდის ივანიშვილთან“, – განაცხადა ოლეგ იაძემ.

იტვირთბა....