მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
“ნუ ძალადობთ, ხომ იცით, რატომ მოვედი, არა მიშას, გაუმარჯოს სალომეს“ – განაცხადა ჭანკვეტაძემ.
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამზირზე გადმოინაცვლეს. აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმყოფებიან.