პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია და თუ ჩაერთვება პროცესებში მოხარულია.
ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, თუ სადმე ცვლილებები იქნება საჭირო, აუცილებლად განხორციელდება.
ირაკლი ღარიბაშვილს ვაფასებ. ის არის ჩემი მეგობარი, ნიჭიერი და ენერგიული ადამიანი, თუკი ჩაერთვება, რატომაც არა. მოლაპარაკება არავის სჭირდება, ჩვენი თანაგუნდელები არიან. ცვლილებებსა და საკადრო გადაადგილებებს ადგილი არ აქვს. თუ სადმე ცვლილებები იქნება საჭირო, შეიცვლება. ირაკლი ღარიბაშვილი და ბევრი სხვა იქნება იმ ჯარისკაცად, როგორც ყოველთვის მოიაზრებოდნენ „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.