აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია – წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა „დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა, თუმცა ქვეყნის სენატზე კონტროლს „რესპუბლიკელები“ ინარჩუნებენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატებს – 215 მანდატი აქვთ, რეპუბლიკელებს – 193. სენატში 100-დან 51 დეპუტატი “რეპუბლიკურ პარტიას“ ეყოლება.
„დემოკრატებს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უპირატესობის მოპოვება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას Twitter-ით მადლობა გადაუხადა.
ამჟამად აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლორებენ.