კომპანია PSP-ს დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს და ბაზარი თავისუფალია.
მისი აზრით, მედიკამენტების ფასები მაღალი არ არის, როცა აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი.
“ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში, არ არსებობს არანაირი შეთანხმებები, არ არსებობს მონოპოლია, ბაზარი შეზღუდული არ არის. ამის დასტური ის კომპანიებიც არის, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, დახურული რომ იყოს „ჰუმანითი ჯორჯიაც“ ვერ შემოვიდოდა და ახალი აფთიაქებიც არ გაიხსნებოდა.
ზეკონკურენცია არის ისეთი რამ, როდესაც კომპანიები მედიკამენტებს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა კომპანიების მასშტაბის შემცირება ან ბაზრიდან გასვლა და გაკოტრება.
საქართველოში ფასები არ არის მაღალი. სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი არის დაბალი, თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით, მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება.
რაც შეეხება ფსევდოექსპერტების განცხადებებს, მათ ძალიან უყვართ სხვისი ფულის დათვლა, ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს.
22 წლის მანძილზე, ყოველთვის ვიყავთ ორიენტირებული მოსახლეობაზე და მათ შორის ფასებით. თუ რამე მოგება გვქონია, ისევ საქართველოს ეკონომიკაში შეგვიტანია ის”, – განაცხადა ოქრიაშვილმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“.