“ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საუკეთესო გამოსავალია”, -ამის შესახებ ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შეფასებისას, “რუსთავი2-ის“ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.
გიორხელიძის შეფასებით, “ოცნებას“ აღარ აქვს რეალური ძალაუფლება და მშვიდობიანად უნდა დათმოს ხელისუფლება.
„ეს იყო კატასტროფული მმართველობა, რომელიც სრულდება. ახლა მთავარია, როგორ დასრულდება. მე, მაგალითად, მივიღებდი სხვანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – პრეზიდენტის კანდიდატურა ახლავე მოიხსნებოდა, რასაც მხარს უჭერდნენ, მიეცემოდა საშუალება, რომ ოპოზიციას გაეყვანა თავისი კანდიდატი და უახლოეს ხანში კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა,“ – განაცხადა გიორხელიძემ.