ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიძე: გვყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს ხელისუფლება და უბრალოდ, არ ჩანს, გადამალეს

„ჩვენ გვყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ხელისუფლება და ის კანდიდატი, უბრალოდ, არ ჩანს, გადამალეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან „რუსთავი2-ის“ გადაცემა „არჩევანის” ეთერში აღნიშნა, ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ ახსენა და მმართველი გუნდი აღარ აჩენს მეორე ტურისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს.

„ღიმილისმომგვრელია ახლა ნამდვილად იმის გარჩევა, რატომ არ აჩენენ პრეზიდენტობის კანდიდატს. ასეთ რაღაცას უბრალოდ ვერც წაიკითხავთ, ვერც გაიგონებთ სადმე, რომ ჩვენ გვყავდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ხელისუფლება და ის კანდიდატი, უბრალოდ, არ ჩანს, გადამალეს. სჯობდა, რომ მანამდე გადაემალათ, სანამ საერთოდ მის წამოყენებას გადაწყვეტდნენ, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ” აბსოლუტურად სამარცხვინო კანდიდატი შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტად. შესთავაზა კანდიდატი, რომლმაც პრაქტიკულად გააკეთა ყველა ისეთი განცხადება, რომლითაც უკვე დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ – ამბობს კახიძე.

იტვირთბა....