aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: ივანიშვილს არჩევნებამდე 10 დღით ადრეც ვესაუბრე, მოვუწოდე სისტემური პრობლემის მოგვარებისკენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მე და ბიძინა ივანიშვილს მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ბოლოს არჩევნებამდე 10 დღით ადრე ვესაუბრე“, -ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს სისტემურ პრობლემებზე მიუთითებდა.

„ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო, რომ დარჩა მარტო და აქვს ბუნდოვანი პერსპექტივა, ეს რა თქმა უნდა, დამთრგუნველია და თანავუგრძნობ. მე, შეიძლება, მისი პოლიტიკური ოპონენტი ვიყო და ხშირად არასასიამოვნო რაღაცებს ვლაპარაკობდე, შემდეგ გამიბრაზდა კიდეც ის. ამას პრეისტორიაც ჰქონდა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ბოლო კომუნიკაცია ჩვენს შორის შედგა არჩევნებამდე, დაახლოებით, 10 დღით ადრე. ვეუბნებოდი, რომ დგას სისტემური პრობლემის წინაშე და სისტემურ პრობლემას სისტემური პასუხის გაცემა სჭირდება, ბოლოს ცოტა კატეგორიულად მომივიდა მოთხოვნა, არსებულ პრობლემაზე რეაგირების – ვუთხარი, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რასაც მოჰყვა მისი აგრესიული რეაქცია. ჩვენ გვქონდა სპეციფიური, მაგრამ მუდმივი კომუნიკაცია, ბევრ რამეში მეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მისი აგრესიული რეაქცია იყო, რომ საერთოდ აღარ ამომეღო ხმა და მე რომ მივუთითებდი სისტემურ პრობლემებზე, შეიძლება, იფიქრა, რომ სხვა გეგმები მქონდა. გამოვედი და ვთქვი, რომ ის აღარ არის ლიდერი და ეს ძალიან მწარე იყო მისთვის. მესმოდა, მაგრამ გავაკეთე შეგნებულად იმიტომ, რომ ერთია ჩვენი პირადი ურთიერთობები, რასაც არასოდეს გადავაბიჯებ, ის და მისი ოჯახი, ჩემთვის, ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკა არის მკაცრი საქმე. ლიდერს აქვს წინასწარ განჭვრეტის უნარი და თუ ის რაიმეს ვერ ხედავს, როცა მისი გულშემატკივარი უთითებს პრობლემაზე, მინიმუმ, უნდა დაფიქრდეს და როცა ის აშენებს კედელს, დამრჩა ერთადერთი გზა, რომ საჯაროდ მეთქვა სათქმელი, მან იფიქრა რომ გადავკვეთე წითელი ხაზი და მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....