“ქართულმა ოცნებამ” დაკარგა რიხი, მთელ საქართველოს რომ ზემოდან უყურებდნენ.. 28 ოქტომბრის არჩევნებით მათ იგრძნეს დამარცხების რეალური გემო, ისინი არიან დამარცხებულები და რამდენიმე კვირა დაგვრჩა იქამდე, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება გავაფორმოთ. მოუწევთ შეგუება. პასუხი, იმ ყველაფერს, რაც საქართველოში 6 წლის განმავლობაში ხდებოდა, საქართველოს მოსახლეობამ გასცა საარჩევნო ყუთებთან. ახლა რაც უნდა ილაპარაკონ პენსიების გაზრდაზე, სოციალურ დახმარებაზე,.. ამის არავის სჯერა. ბატონი ზვიადი საუბრობდა, 20 ლარით გაიზრდება იანვრიდან პენსიაო.. ნუთუ არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობე? ექვსი წლის განმავლობაში, თითო წელი, რომ მოემატებინათ პენსია 20-20 ლარით ახლა პენსიონერი 300ლარს აიღებდა. ნუთუ არ იყო ამის საშუალება”?- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში.
იტვირთბა....