მთავარი ციტატა

ზვიად ძიძიგური: ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს

“ძველი გვარდია ნიშნავს 2011-2012 წლების „ოცნების“ შემადგენლობას, რომელიც დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული იყო. ის ადამიანები , რომლებიც გულწრფელად იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის წინსვლაში, დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, იმიტომ რომ თანდათან მოხდა უყურადღებობა, ისინი არიან განაწყენებულები. ეს იყო სერიოზული ძალა, ამიტომაც გამოყო ბიძინა ივანიშვილმა თავის მიმართვაში. ის ადამიანები აუცილებლად ჩაერთვებიან პროცესებში. ჟურნალისტმა მკითხა, რას ფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილზეო და ვუპასუხე, რომ ის იყო ძალიან პოპულარული პოლიტიკური პერსონა და წავიდა პრემიერობიდან ისე, რომ ჰყავს ბევრი გულშემატკივარი. თუ ის კვლავ გამოჩნდება დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია, თუმცა არ ვიცი ასე მოხდება თუ არა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის ეთერში.

იტვირთბა....