მთავარი ციტატა

სარალიძე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შეკრებაზე არ შეგვიშვეს

„ჩვენ არამარტო ვაშაძის მხარდამჭერებთან ვიყავით, არამედ როგორც შევიტყვეთ, რომ იკრიბებოდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მათთანაც მოვისურვეთ შეხვედრა, მაგრამ არ შეგვიშვეს. ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრი პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც სოლიდარობას გვიცხადებენ, ადამიანური თვალსაზრისით. პოლიტიკა კი ჩემგან ძალიან შორსაა. ივანიშვილს თუ შევხვდები, შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს ჩემი უფლებადამცველი და უნდა გაშუქდეს მედიის მიერ. ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში უამრავჯერ მესროლა ტალახი, ამიტომაც თავისი მოსაზრებები აუცილებლად უნდა დაადასტუროს ფაქტებით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“.

იტვირთბა....