მთავარი ციტატა

სარალიძე: ივანიშვილმაც გადაწყვიტა, რომ ტალახში ჩამძიროს

„ივანიშვილმაც გადაწყვიტა, რომ ტალახი მესროლოს და ჩამძიროს, მაგრამ ვერ ეღირსება, ვინც უნდა იყოს. მე ყოველთვის მოვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას, საქმის ყველა გამყალბებლის დასჯას და მფარველების დასჯას, ამ შემთხვევაში, ეს უკვე ხელისუფლებაა, ადგნენ და თავიანთი თვი დაისაჯონ, თუ კაცობა და ადამიანობა შერჩენიათ, მაგრამ არ მგონია, ვინმეს გააჩნდეს ასეთი ღირსება. ბატონმა ბიძინამ რამდენჯერმე თქვა, „რამდენჯერ ვუთხარი ზაზა სარალიძეს“ , სად მითხრა, სად მნახა? მინახავს ოდესმე? შემხვედრია ოდესმე? საიდან მოაქვს ამდენი სიცრუე ამ ადამიანს? ჩემთვის, სიცრუე და ტალახის სროლა, დედის გინებაზე უარესია”, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ზაზა სარალიძის მამამ, დავით სარალიძემ, გადაცემა „რეაქციაში“.

იტვირთბა....