სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას თელასის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისკლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია ტელასის განცხადებაში.