ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნათელაშვილი მიწისძვრებთან დაკავშრებით ხელისუფლებას ავარიული შენობების გამაგრებისკენ მოუწოდებს

“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გახშირებულ მიწისძვრებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს ავარიულლი შენობები გადაამოწმოს.

“საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება. ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები, ასეთ წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა, ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერეულად ცნობილია რომ დიდი მიწისძვრისათვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული შენობა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დაიწყოს მათი გამაგრება, დემონტაჟი და ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. სანამ დროა.მერე ტრადიციულად არ თქვან მოულოდნელი იყოო”, – წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიწისძვრები მომრავლდა. ბოლო მიწისძვრები დილით დაფიქსირდა. 3 წუთიან მონაკვეთში 2 მიწისძვრა იყო. 

იტვირთბა....