კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.
იაძე ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, იაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ოლეგ იაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა.