aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია: რუსეთში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელშიც რუსეთის ძალოვანი უწყებების თითქმის ყველა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაკავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერალური უსაფრთხოების რეგიონალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც კავშირში არიან საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან “ჰიზბ უტ ტახრირ ალ ისლამ” და ზოგიერთი მათგანი ამ ორგანიზაციის ლიდერებადაც ითვლებიან.

ფედერალური უსაფრთხოების რეგიონალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის ტერირორიაზე ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ანხორციელებდნენ. უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციის ემისრები მოქმედებდნენ დოქტრინით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეექმნათ უნიტარული თეოკრატიული სახელმწიფო “მსოფლიო ხალიფატის” სახელწოდებით.

როგორც ირკვევა, ემისრები თავის რიგებში იზიდავდნენ მუსულმანებს და თავიანთ რიგებს ივსებდნენ ახლო აღმოსავლეთიდან, ტერორისტული ორგანიზაციის, “ჰიზბ უტ ტახრირ ალ ისლამის” სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლებს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების რეგიონალური სამსახურის პრესსამსახურის განმარტებით, დაკავებულებს აღმოუჩინეს პროპაგანდისტული დოკუმენტაცია და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის კონკრეტული დავალებები რუსეთის ტერიტორიაზე სპეციალური დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....