საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ როცა არჩევნების დღე დადგება და ორ ძალას შორის ერთ, ორ და სამ პროცენტზე უდიდესი დავა დაიწყება, ხალხი საბოლოო სიტყვისთვის საპატრიარქოში, ან სადმე სხვაგან მივა და არა სასამართლოში
პოლიტიკური ძალების ასეთი გაწონასწორების დროს, როცა ამომრჩევლის მხარდაჭერა თითქმის
გათანაბრებულია, სასამართლოს შეიძლება, საბოლოო არბიტრის როლი ჰქონდეს. როცა არჩევნების დღე დადგება და ორ ძალას შორის ერთ, ორ და სამ პროცენტზე უდიდესი დავა დაიწყება, ამ დროს, საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას. ეს სიტყვა უნდა იყოს ისეთი, როცა ორივე მხარე იტყვის, კარგი, მე შენ გენდობი, გაღიარებ, სახლში მივდივარ და შემდეგ საარჩევნო ციკლზე მოვდივარ, მაგრამ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, პრობლემა არის არა თავად მიხეილ ჩინჩალაძე, არამედ მისთვის და მისი ჯგუფისთვის ბერკეტების მინიჭება, რომ სასამართლო სისტემა მართონ.
სასამართლო კორპუსი 300 მოსამართლისგან შედგება და არსებობს რეკომენდაცია, რომ 100 ადამიანი დაემატოს. მიმდინარეობს გასაუბრებები, სადაც, ჩინჩალაძის ჯგუფის გარდა, არავინ არაფერს წყვეტს. თუ ამ საკითხს ჩაკეტავ და მოახერხებ, რომ სასამართლო სისტემაში ჩვეულებრივი ადამიანები შევიდნენ, რომლებზეც ჩინჩალაძის ბერკეტი აღარ გექნება, ავტომატურად შეიქმნება სიტუაცია, როცა ყოველ გადაწყვეტილებაზე ვიღაცას ჩინჩალაძისთვის დარეკვა უბრალოდ აღარ დასჭირდება“, – განაცხადა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ისეთი მექანიზმი, რითაც შესაძლებელია, მოსამართლეების სამუდამო მოსამართლეობა გადაიხედოს, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ თუ მათ წარსულში დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამ დანაშაულზე გამოძიება უნდა წარიმართოს ისე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და დანაშაულის დამტკიცება იქნება იმის საფუძველი, რომ მათ თანამდებობა დატოვონ.