პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიუი საქართველოს” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ვიდეომიმართვას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაში იკითხებოდა ისეთი ლიდერის სათქმელი, რომელმაც ბრძოლის ფასი იცის.
ეს არის ლიდერი განცხადება, რომელმაც იცის თავისუფლების და იმ ბრძოლის ფასი, რომელიც 2012 წლამდე ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, გროვდებოდა და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა და იმის ფასი, რაც 2012 წელმა ამ გამარჯვებით მოიტანა ანუ ადამიანის სიცოცხლე და მისი თავისუფლება ყოფილიყო დაცული. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაც ხელისუფლებას დაკარგავს და რომ პოლიტიკური გუნდი რამეს დაკარგავს, აქ საუბარია იმაზე, რომ მთავარ ღირებულებებს დაემუქრება საფრთხე ამ ქვეყანაში და ქვეყნისთვის არის ეს წარსულში დაბრუნების ტოლფასი“ – განაცხადა ბესელიამ.
6-წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმონ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.